ინტელის ტრენინგის რეფლექსია
პირველი დღე
საინტერესო,დატვირთული ტრენინგი გვქონდა. გავეცანით პროექტის პორტფოლიოს, შევქმენით პორტფოლიო, განვიხილეთ პორტფოლიოს შეფასების რუბრიკა,პროექტის შაბლონი, 21-ე საუკუნის უნარები. ტრენერი ხსნიდა გასაგებად. დიდი ხანი ველოდებოდი ამ ტრენინგს, რადგან მესწავლა პროექტის შექმნა და გამომეყენებინა სასწავლო პროცესში. პირველმა დღემ გაამართლა ჩემი მოლოდინი.
მეორე დღე
ტრენინგის მეორე დღეს გავიხსენეთ პირველი დღეს შესწავლილი მასალა.ვიმუშავეთ პუბლიკაციის დაგეგმვაზე, განვიხილეთ გამოცემის ნიმუშები.დავგეგმე ჩემი პროექტის პირველი ნაბიჯები. მადლობა ჩვენ ტრენერს ნაყოფიერი დღისათვის. ტრენინგი საინტერესოდ მიმდინარეობდა.
მესამე დღე
ტრენინგი დაიწყო მეორე დღის მასალის გახსენებით. ვიმუშავეთ ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ სტანდარტზე, სასწავლო მიზნების შემუშავებასა და მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვების ჩამოყალიბება. ტრენერის დიდი მონდომებითა და ძალისხმევით ყველაფერი საუკეთესოდ იქნა გაგებული და აღქმული.
მეოთხე დღე
მეოთხე დღე ტრენინგის კვლავ განვლილი დღის გახსენებით დაიწყო.დღევანდელი დღე კი მიეძღვნა განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების ფორმების განხილვას, დროში გაწერილი შეფასების გეგმის შედგენას, შეფასების ფორმის ექმნას, პრეზენტაციის დაგეგმვასა და ძირითადი ელემენტების powerpoint- ში მომზადებას. ტრენინგი საინტერესოდ და ნაყოფიერად წარიმართა.
მეხუთე დღე
ტრენინგის მეხუთე დღე დაიწყო მოთხე დღის გახსენებით. განვიხილეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, ვიმუშავეთ საავტორო უფლებების ტესტზე, ინტერნეტ რესურსების მოპოვებასა დამოძიებაზე , მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ნიმუშის შეფასებაზე, პროექტის ჩარჩოს დაგეგმვაზე. ტრენინგზე შეძენილი ცოდნა დამეხმარება, რათა გავაგრძელო პროექტზე მუშაობა.
მეექვსე დღე
მეექვსე დღეს გავიხსენეთ მეხუთე დღეს შესწავლილი მასალა. შემდეგ განვიხილეთ თუ, როგორ უნდა ჩავრთოთ მოსწავლე შეფასების პროცესში, გავეცანით შეფასების გეგმას,მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების დაგეგმვასა და მოსწავლის სავარაუდო ნასრომისთვის შფასების განსაზღვრას. ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ პროექტის სრულყოფისაკენ.ყოველი სატრენინგო დღის შემდეგ ივსება პროექტის პორტფოლიო.
მეშვიდე დღე
ტრენინგის მეშვიდე დღე საინტერესოდ დაიწყო. გავიხსენეთ განვლილი დღის მასალა.გავეცანით სწავლების სხვადასხვა სტილს,სწავლის პროცესის დიფერენცირებას,მოსწავლეთა სასწავლო რესურსებს სწავლის ხელშეწყობის მიზნით და როგორ უნდა შევადგინოთ გეგმა მოსწავლის თვითრეგულირებადი უნარის ხელშესაწყობად..მინდა მადლობა გადავუხადო ტრენერს ჩვენთან გაწეული სამუშაოსათვის.
მერვე დღე
ტრენინგის მერვე დღე დაიწყო წინა სატრენინგო მასალის გახსენებით. განვიხილეთ ეროვნული საგანმანათლებლო ტექნოლოგიური სტანდარტი, წარმატებული სასწავლო პროექტის დაგეგმვა, სასწავლო პროექტის შექმნისთვის რესურსის შექმნა, ფასილიტაციისთვის რესურსის შექმნა. ტრენინგი წარიმართა საინტერესოდ და ნაყოფიერად.
მეცხრე დღე
მეცხრე დღე ტრენინგის დაიწყო საინტერესოდ. გავიხსენეთ მერვე დღის მასალა. ვიმუშავეთ პორტფოლის შექმნაზე, მოვამზადეთ სასწავლო პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია, მოეწყო პროექტის პორტფოლიოს ჩვენება, შევაჯამეთ კურსის დასკვნითი ნაწილი. ტრენინგის ცხრავე დღე იყო ინფორმაციითა და დავალებებით დატვირთული. მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს ტრენერს საინტერესო და სასარგებლო ტრენინგისათვის, რომლის დახმარებითაც ვისწავლეთ პროექტზე მუშაობა, შევიძინეთ ახალი ცოდნა, რომელსაც მომავალში გამოვიყენებთ. დიდი სურვილი მაქვს კვლავაც დავესწრო სხვა ტრენინგს ქალბატონი მარეხის ხელმძღვანელობით.
Comments
Post a Comment